პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი შემაჯამებელი სიტყვითაც წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს პირველად პლენარული სხდომის ფორმატში მიმართავს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წინაშე წარდგებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარეები, ასევე უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები. დეპუტატის ცნობით, ფრაქციებს 10-10 წუთი დაეთმობათ, უმცირესობა-უმრავლესობის ლიდერებს 15-15 წუთი.

„ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება“, – განაცხადა კახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია.

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს უსმენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ორგანომ თებერვალში საქმიანობა დატვირთული დღის წესრიგით დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის მოსმენა 6 მარტს შეთანხმდა.

banner
წინა სტატიაში9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა – საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაესწრება