პარლამენტში პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები იმყოფებიან

ამ წუთებში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იწყება. პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა უნდა გაიმართოს. პარლამენტში იმყოფებიან უკვე პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

ოპოზიცია ამ შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში რეალურად დგას არაფორმალური მმართველობის პრობლემა.

უმრავლესობა ახალი მთავრობის ამ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს. თუმცა, ისინი აანონსებენ, რომ სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება. თუმცა, კონკრეტულად რომელ მინისტებს შეეხება ცვლილებები, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

“აღმოჩნდა, რომ ყველა დაპირების შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია ან ზოგიერთს ვერ ვასრულებთ იმ ინტენსივობით, როგორც ვაპირებდით. ეს არ არის გასაკვირი. მიხეილ სააკაშვილი დაგვპირდა, რომ პირველი მმართველობის დროს ნატოში შეგვიყვანდა, მეორედ კი ევროკავშირში. იქამდე გვაშორებს ძალიან სერიოზული მანძილი. მაგრამ, თუ კი რაიმე გამოუვიდა, ამას არავინ დაუკარგავს,“ – განმარტა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე: იუსტიციის საბჭოს წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული