პარლამენტში პრემიებისა და დანამატების სისტემის მოწესრიგებაზე მსჯელობენ

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა

პარლამენტში დღეს ხელფასების, პრემიებისა და დანამატების თემაზე მსჯელობენ. საუბარია საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა წარადგინა.

ეკატერინე ქარდავას განცხადებით, კანონი უნდა ამოქმედდეს ყველა დაწესებულებისთვის, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის. დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი – მათ შორისაა ძალოვანი უწყებების ნაწილი და სასამართლოები.

რეფორმის შედეგად უნდა მოწესრიგდეს შრომის ანაზღაურების სისტემა. შედეგად კი, უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ამ თემაზე დისკუსია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კანონპროექტის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაცემულ პრემიებზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულომ 31 ხმით ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მიწა გადასცა
შემდეგი სტატია,,საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის შუაგულიდან მიწის ნაკვეთების ამოგლეჯა და ივანიშვილისთვის ჩუქება ერთად უნდა გავასაჩივროთ”