პარლამენტში პაატა მანჯგალაძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა – სოზარ სუბარმა მას „გამოხოხებული აგენტი“ უწოდა

შენ მანდ რომ გადაჯექი, ხომ არ გგონია, ვერ მოგვწვდები?! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს, როდესაც ეს უკანასკნელი სესიაზე პოლიტიკური განცხადებით გამოდიოდა.

მანჯგალაძემ მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში „ხალხის ძალაც“ ახსენა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა მანჯგალაძეს ასეთი რეპლიკით მიმართა: „თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“.

აღნიშნული გადაძახილის შემდეგ „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი ადგილიდან მაჯგალაძესთან გადაჯდა და მათ შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა. მოკლე დიალოგის დროს, მანჯგალაძემ ყაველაშვილს უთხრა, რომ მისი რჩევა იქნება, ნუ დაიცავს რუსეთის აგენტს, ფარცხალაძეს, რაზეც ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მისი საქმე არაა, თუ ვის დაიცავს ის.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას
შემდეგი სტატიაპატრუშევმა დაადასტურა, რომ პუტინი ჩინეთში ჩასვლას აპირებს