პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეოთხე ფრაქციის შექმნა დაპირისპირების მიზეზი გახდა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნისბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის რიგებიდან შექმნილი მეოთხე ფრაქციის წევრების რაოდენობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააპროტესტა.

ბუკია მიიჩნევს, რომ დეპუტატი შოთა მალაშხია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არიას და ის სხვა პარტიას ეკუთვნის, რის გამოც ის ამ ფრაქციაში არ უნდა წევრიანდებოდეს.

გიგა ბუკიას საპროცედურო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გამოეხმაურა, რომელმაც დეპუტატებს განუმარტა, რომ შოთა მალაშხია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არის, თუმცა მას შეუძლია აღნიშნულ ფრაქციაში გაწევრიანდეს.

ბუკიასთვის კახიანის ეს განმარტება მიუღებელი აღმოჩნდა და მან უმრავლესობის წევრებს რეპლიკის სახით მიუგო, რომ მომავალში თუკი ფრაქციის შექმნის სურვილს გოგა ხაჩიძე გამოთქვამს, ამავე ლოგიკით, უმრავლესობას ამის გაპროტესტების საშუალება აღარ ექნება.

საბოლოო ჯამში, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბიუროს სხდომაზე საკითხს კენჭი უყარეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში რიგით მეოთხე ფრაქციის შექმნის საშუალება ექნება.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში საგანგებო რეჟიმს აცხადებს
შემდეგი სტატიაბელგიამ პირველმა ევროკავშრიდან ერაყელი მიგრანტები ბაღდადში გადაიყვანა