პარლამენტში “ნაციანალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
წიკლაურმა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერზე ისაუბრა. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ამ საკითხის წინ წამოწევით აღიარებს საკუთარ კრახს ბევრი მიმართულებით“.
“ქართული ოცნება” ამ თემას ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს. ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ყველა ჩვეგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა დ ამამამკაცის ერთობაა, მაგრამ ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით“,-აღნიშნა წიკლაურმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან გადაინაცვალა.
გია ვოლსკიმ ნუგზარ წიკლაურის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და მცირე დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.
მოგვიანებით, მხარეებს პარლამენტის თვმჯდომარემაც მიმართა და ნუგზარ წიკლაურს ადგილზე დაბრუნება მოსთხოვა. “ბატონმა წიკლაურმა გადაწყვიტა, უმრავლესობას შეუერთდეს, ამაზე უმცირესობა ნერვიულობს”,-აღიშნა დავით უსუფაშვილმა.
https://youtu.be/RtvbF0ICfjQ