„პარლამენტში კულტურის მინისტრ წულუკიანს გუშინდელი გამოსვლა გამოხატავს ხელოსუფლების რეალურ სახეს და სურვილს, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ“ – გიგი წერეთელი

გიგი წერეთლის განცხადებით: ხელისუფლების რეალური სურვილია ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშწორების რეჟიმში ყოფნაა, თუმცა მეორე მხარეს ისინი მოჩვენებით დასავლელი პარტნიორების თვალის ასახვევად საუბრობენ დაპირისპირების შემცირებასა და კონსტურქციულ პოლიტიკურ პროცესზე.
„მთელი ეს გამოსვლა და სულისკვეთება, რაც პარლამენტის დარბაზში იყო, ხელისუფლების სახეა და მათი სურვილი, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ, პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდონ და კიდევ უფრო მეტი სიძულვილის ენით ისაუბრონ. ამავე დროს, მეორე ნაწილი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების შემცირება, რომ მეტი კონსტრუქციულობაა საჭირო. ეს მხოლოდ ფარსია და კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილს თვალი აუხვიონ, განსაკუთრებით ეს კეთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გასაგონად, რადგან მათი მთავრი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ისინი ნორმალურ პროცესში იყვნენ ჩართულნი და ოპოზიციასთან ამგვარი ენით არ საუბრობდნენ, როგორც გუშინ მოვისმინეთ“,- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„გვაქვს ორი მოცემულობა, რომ გყავს პოლიტპატიმარი სააკაშვილი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიასანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს