პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან სამუშიასა და უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა.

ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტის მიღებით ცდილობს საკუთარი თავის ამნისტიას. მის ამ განცხადებას ალუდა ღუდუშაურმა უწოდა ოროსანის გამოსვლა. რასაც უკვე მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ამ ინციდენტის გამო კომიტეტის სხდომაზე ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

კომიტეტის სხდომა უკვე განახლდა.

banner
წინა სტატიაში„რაინეარის“ ხელმძღვანელი – გამოვკითხეთ ეკიპაჟი, რომელმაც ფენომენალური სამუშაო გაწია, რათა მგზავრებს მინსკი ექვსი საათის შემდეგ დაეტოვებინათ
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – სკეპტიკურად ვუყურებ იდეას „არა ჰესებს“, ეს სწორი არ მგონია