პარლამენტში კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრების საკითხი გახდა. კომიტეტის სხდომა ოთხი საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

თავდაპირველად, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, ვიდრე დეპუტატები საკუთარ ადგილებს არ დაიკავებდნენ, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი უკვე კომიტეტის სხდომაზე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშინავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესნმენს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის