დავით უსუფაშვილი: პარლამენტში კი არა, ბევრს უნდა, საქართველოში არ ვიყოთ წარმოდგენილი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, როგორ იქნება მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი “რესპუბლიკური პარტია”, არჩევნები აჩვენებს.

უსუფაშვილის თქმით, სად და როგორ იქნება “რესპუბლიკური პარტია” პირველ რიგში, ამომრჩეველზე და შემდეგ, პოლიტიკურ პარტნიორებზეა დამოკიდებული. “პარლამენტში კი არა, ბევრს უნდა, რომ საქართველოში არ ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ ვიცით, როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ხელისუფებაში და ოპოზიციაში ყოფნისას. სად და როგორ ვიქნებით, პირველ რიგში, დამოკიდებულია ამომრჩეველზე და შემდეგ, პოლიტიკურ პარტნიორებზე. “რესპუბლიკური პარტია” არ აცხადებს, სურვილს იმის თაობაზე, რომ რომელიმე არჩევნებში ჩვენ ამომრჩევლის 55 პროცენტის ხმას მივიღებთ, ეს არ იქნება რეალისტური. ვიქნებით თუ არა პარლამენტში ამ კითხვებზე პასუხს ოქტომბერი გასცემს”,-განაცხადა უსუფაშილმა.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” ჟურნალისტები ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ აპირებენ
შემდეგი სტატია11 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება