პარლამენტში ყველა მიმართულებით არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გვქონდა საუბარი, მთავარი პანკისის თემა იყო

ყველა მიმართულებით არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გვქონდა საუბარი და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი პანკისის თემა იყო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო არა მხოლოდ 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს, არამედ სხვა საფრთხეებსაც, მათ შორის სირიის მიმართულებით.

„ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლილი ყოფილიყო, რა როგორ მოხდებოდა. შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, მოხდა უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შეყვანა, სულ ეს იყო. იქ უკვე როგორ განვითარდა თემა, ამის ანალიზი უნდა გაუკეთდეს.

რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა, ჩვენც ჩართულები ვიყავით. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენ ვზრუნავთ და ამასთან, ჩვენ შსს-ს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ორივე უწყება ჩართული იყო. რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმას, რა ფაქტიც მოხდა; რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე დაშავდა. სად რა გაიპარა, ანალიზს გავაკეთებთ, ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ განცხადებას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მოხსენების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან კითხვა-პასუხის რეჟიმი და დებატები პარლამენტში დახურულ ფორმატში წარიმართა.

banner
წინა სტატიაშიგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიადახურულ სხდომაზე „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქებასა და მადლობებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ