პარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტში მიმართა.

19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება – თინა ბოკუჩავა ელისაშვილზე
შემდეგი სტატიაამ ფაქტის მის უმსგავსო და კრიმინალურ საქციელთან დაკავშირება მხოლოდ სპეკულაციაა – წილოსანი ელისაშვილზე