პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს დღეს პარლამენტში მოუსმენენ.

ივანე მაჭავარიანი დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება.

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდება, განსახილველი თემა კი კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციებს, საპენსიო რეფორმას, საგადასახადო წნეხის ზრდას, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობას, ასევე შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებს ეხება.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის ცოლის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა