პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, პარლამენტს კი, ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიThe Economist-მა პუტინის, ტრამპის და ლე პენის კარიკატურა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია“მთავარი ოპოზიციური ძალა ორადაა გაყოფილი, რომელთაც სურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და, რომლებიც გაბრაზებულის როლს საუკეთესოდ თამაშობენ”