პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიდის. შინაგან საქმეთა მინისტრი ისაუბრებს გაწეულ სამუშაოებზე და დეპუტატებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

მთავარი საკითხი, რაზეც გიორგი გახარია პარლამენტში ისაუბრებს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებია.

„კითხვები იქნება ყოველმხრივი, მათ შორის, კრიმინალთან დაკავშირებით, ასევე – საშინაო და საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. ვიძლევი გარანტიას, რომ ჩვენი მხრიდან იქნება რეალური საგნობრივი კითხვები. რა თქმა უნდა, კითხვები პანკისსაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს უკვე და ვიცით, რატომ გახდა საჭირო პოლიციელების დამატებით შეყვანა ამ რეგიონში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები ქვეყანაში კრიმინალის ზრდასთან, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისა და მაჩალიკაშვილის საქმეებთან დაკავშირებითაც ექნება.

„კითხვები გახარიასთან იქნება კრიმინალის დონის ზრდაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს. განსაკუთრებით, პანკისის ამბებზე გვექნება აქცენტი გაკეთებული”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში მე-2 საშუალო სკოლა იწვის (video)
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტზე უარი უთხრა