პარლამენტში ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

პარლამენტში საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.

საკონკურსო კომისიამ, ონლაინ რეჟიმში ჩატარებული გასაუბრების შედეგად, ხუთი კანდიდატიდან სამი მათგანი: თინათინ უფლისაშვილი, ერიკ სვანიძე და ლევან მესხორაძე შეარჩია.

„ხუთივე კანდიდატი ადამიანის უფლებების დაცვისა და განათლების სფეროში გამოირჩეოდა ძალიან მაღალი კომპეტენციით, ცოდნითა და გამოცდილებით. კომისიის წევრებმა ინდივიდუალურად შეაფასეს კანდიდატები, რის შემდეგაც ეს შეფასებები დაჯამდა და საბოლოოდ, გამოიკვეთა სამი კანდიდატი, რომლებსაც კომისია რეკომენდაციას გაუწევს. დანარჩენ ორ კანდიდატს გასაჩივრების უფლება აქვს პარლამენტის თავჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით. კანდიდატებს, დღის ბოლომდე, გადაეგზავნებათ კომისიის გადაწყვეტილება და თუ დადგენილ ვადებში მათ არ გაასაჩივრეს მოცემული გადაწყვეტილება, მიმდინარე კვირის ბოლომდე კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევა, რის თაობაზეც პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს ოფიციალური წერილით ეცნობებათ“, – განაცხადა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, პროცედურის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თავისი ოფიციალური წერილით კანდიდატების შესახებ ინფორმაციას გადაუგზავნის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც გაგრძელდება ამ სამი კანდიდატის შერჩევის შემდგომი პროცედურები და მათგან შეირჩევა უკვე ერთი კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაორ სიტყვას ვცემ ყველაზე მეტ დიდ პატივს, წიგნიც მაქვს, “მადლობ, ბოდიში” – ლადო კახაძე