პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შექმნა.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინაძემ განუცხადა, ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები შევლენ.

მისი თქმით, მთავარია, სამუშაო ჯგუფმა ის უზრუნველყოს, რომ კანონმა უსაფრთხოებაც დაიცვას და ადამიანის უფლებებს საფრთხე არ დაემუქროს.

„ეს ბალანსი დასაცავი გვაქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მიღების ვადად პირველი მარტი აქვს დაწესებული. შესაბამისად, ცვლილებების მიღება უნდა ვზრუნველყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში საშობაოდ ამანათების მიღება მიმდინარეობს