პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრების საკითხი გაურკვეველია – დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან

parlamenti

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყაროს კენჭი დღეს პარლამენტმა. თამარ ლალიაშვილთან, ანა დოლიძესა და ნანა თოდუასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები კი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან.

დაუჭერენ თუ არა კანდიდატებს მხარს უმრავლესობის დეპუტატები ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისინი საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ იმყოფებიან.

დღესვე იგეგმება კენჭისყრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. ორი მსგავსი კანონპროექტია პარლამენტში ამ მიმართულებით კენჭისყრაზე დაყენებულ. ერთი ოპოზიციის, ხოლო მეორე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული.

თუმცა, მათ შორის მთავარი განსხვავება დროშია. ოპოზიცია ითხოვს რომ ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს, ხოლო უმრავლესობა კი მხოლოდ იმას თანხმდება, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის მოხდეს.

ჯერ ასევე უცნობია დადგება თუ არა კენჭისყრაზე საკითხი, რადგან, როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს განვადებას დღეში 2 ლარად სთავაზობს
შემდეგი სტატიაკომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საავტორო საღამოში უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ