პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაური დეპუტატების წინაშე სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშით პლენარულ სხდომაზე წარსდგება, რომელიც 13:00 საათზე იწყება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის კითხვებს აქტუალური თემების გამოძიებასთან დაკავშირებით, გომელაურის მოადგილემ, ლევან იზორიამ უპასუხა.

იზორიამ კომენტარი გააკეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-კადრების გავრცელების საქმეზე. მისი განცხადებით, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული მსგავსი კადრების გავრცელებისგან, საქართველოდან კი ფარული ჩანაწერები შესაძლოა საზღვარგარეთ იყოს გატანილი.

banner
წინა სტატიაშიკობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა
შემდეგი სტატია“ევროპა უნდა იყოს უფრო გახსნილი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა”