პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს აღარ მოუსმენენ

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს აღარ მოუსმენენ. პლენარული სხდომის დღის წესრიგის მიხედვით დღეს დეპუტატებს გომელაურის წლიური ანგარიში უნდა მოესმინათ, რომლის დასრულების შემდეგ დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეკითხვები უნდა დაესვათ, თუმცა სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამო გომელაურის მოსმენა პარლამენტში ისევ გადაიდო.

აღსანიშნავია რომ პარლამენტმა უკვე მეორედ სცადა გომელაურის ანგარიშს გაცნობოდა, თუმცა სხდომა პირველად კვორუმის პრობლემის გამო გადაიდო, ხოლო დღეს საკითხის განხილვა ვერ მოესწრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოეწერება ხელი
შემდეგი სტატია,,თამაზ მეჭიაურს ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად სახლში არასოდეს დავპატიჟებ”