11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პარლამენტში დღეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს თანამდებობაზე დამტკიცებას უყრიან კენჭს

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და დღესვე მის დამტკიცებას უყრიან კენჭს.

სხდომაზე თავდაპირველად თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას მიიღებს ცნობად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა მთავრობიდან დღეს შემოვა. ჩატარდება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა და ამ პოსტზე წარდგენილი გელა გელაძის მოსმენის საკითხი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცემა.

კომიტეტის სხდომაც დღეს გაიმართება, რის შემდეგაც გელაძეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6-წლის ვადით ირჩევს.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სომხეთი საქართველოსთვის ტერიტორიის გადაცემას გეგმავს“ არ შეესაბამება სიმართლეს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა ეკლესიისთვის ძალიან დიდი გამოცდა იქნება