პარლამენტში დღეს არაბთა საამიროების ელჩს მოუსმენენ – განხორციელდება, თუ, არა Eagle Hills–ის პროექტები?!

არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული მასობრივი პროტესტების ფონზე, დღეს პარლამენტში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიდის. დიპლომატს „ქართული ოცნების“ წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. შეხვედრა 14:30 საათზე არის ჩანიშნული.

საზოგადოება კვლავ მოითხოვს, სახელმწიფომ გაასაჯაროვოს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, თუმცა დოკუმენტი მთავრობის მხრიდან დღემდე მკაცრად დამალულია.

არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება და პირობების გასაჯაროებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დუმის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იცავს და ამტკიცებს, რომ „ოცნების“ პრემიერზე ბრიუსელი და ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებენ
შემდეგი სტატიასისხლიანი ნოემბრის აქციების შემოქმედმა “ხარებამ” ეკლესია ააშენა – პირველ წირვას გომელაურთან ერთად დაესწრო