“პარლამენტში ცვლილებები არ იგეგმება” – კობახიძე მის შესაძლო ჩანაცვლებაზე

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. არის ოთხი ვაკანსია წარმოშობილი, ეს ოთხი ვაკანსია შეივსება“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, შესაძლოა თუ არა იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებასაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: ტყუილია სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნა­ლა
შემდეგი სტატიანიკა მელია აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები შუალედურ არჩევნებს ეხებოდა