პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, კომისიის საქმიანობა დასკვნით ეტაპზეა, თუმცა დასკვნის საბოლოო დადება კომისიის წევრების მუშაობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, კომისიის მუშაობის შედეგად არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რაც შედეგებზე არსებით გავლენას მოახდენდა და ოპოზიციას “ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს”.

“პროცესისის დაკვირვების შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთი ისეთი ხასიათის დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, არ გამოვლენილა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ, მოეტანათ არგუმენტები და თვითონ ყოფილიყვნენ სკუთარი არგუმენტების შესწავლის ავანგადში. ოპოზიციამ ამაზე გაუმართლებლად თქვა უარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია შვიდი თვეა, საზოგადოებას სთავაზობდა სიცრუეს, იყვნენ ტყუილით დაკავებულები, რის გამოც მოუწევთ ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 677, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 65
შემდეგი სტატიატიკარაძე – ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას – ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს