პარლამენტში არაფერი ესაქმებოდათ ყოფილ მინისტრებს და ადამიანებს, რომლებიც მისი წევრები არ არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ დღეს, პარლამენტში მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ადამიანს პარლამენტში არაფერი ესაქმებოდა.

ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართა და ამის აღკვეთისკენ მოუწოდა.

„ეს იყო გამოხატული უპატივცემულობა პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, იმ რეგლამენტის მიმართ, რომელზეც დგას ჩვენი ინსტიტუტის გამართული მუშაობა.

ბატონო თავმჯდომარე, თქვენ მოგმართავთ, მომავლისთვის გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ექსცესები, ასეთი თავხედური გამოხდომები არ იყოს, განსაკუთრებით, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც არ ეკუთვნით ხოლმე ასეთ ფორმატებში პარლამენტში ყოფნა.

არ უნდა მოხდეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა, ვინაიდან იქ არაფერი ესაქმებოდა ბარამიძეს, იქ არაფერი ესაქმებოდათ ყოფილ მინისტრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან პარლამენტი წევრები. გთხოვთ, კონტროლზე იყოს აყვანილი ასეთი გამოხდომები“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიგუა : გიორგი კვირიკაშვილმა ფრაზის “სექსი პლაჟზე” გამო პოსტიდან გამათავისუფლა, დღეს კი პარლამენტში თვითონ იგინებოდა
შემდეგი სტატიაეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას