პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებების ინიცირება 29 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კონსტიტუციური პროექტით, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე მცირდება. მეორე მხრივ კი, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება. კერძოდ, ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხ დეპუტატს შეეძლება.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა. ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნულია შალვა პაპუაშვილისა და ლევან იოსელიანის პრესკონფერენცია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის მასშტაბი გაიზარდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე “ოცნებაზე” – რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ