პარლამენტში 80% ბესელიაა და კობახიძის ჯგუფი სინამდვილეში ძალიან მცირე რაოდენობითაა

პარლამენტში 80% ბესელიაა და კობახიძის ჯგუფი სინამდვილეში ძალიან მცირე რაოდენობითაა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ბზარები არსებობს ე.წ. ახალ ელიტაში, ხოლო ძველ გვარდიაში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემები აქვს. მისივე შეფასებით, გარკვეულ სეგმენტს მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი აჩერებს.

„პარლამენტში 80% ბესელიაა და კობახიძის ჯგუფი სინამდვილეში ძალიან მცირე რაოდენობითაა. რომ დავყოთ, რისგან შედგება უმრავლესობა, ვნახავთ, რომ ეს არის ე.წ. „ახალი ელიტა“, რომელშიც უკვე ბზარია გაჩენილი, რადგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამ ადამიანებს, მაგალითად: ჩუგოშვილი, კობერიძე, კაკულია. არის ძველი გვარდია, რომელიც მთლიანად ბესელიაა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო მთლიანად არ იშლება ეს კონსტრუქცია. მე ახლა ვსაუბრობ განწყობებზე, რომელიც უმრავლესობაშია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშეგიძლიათ, წაბრძანდეთ, სანამ კარისკენ მიგითითებთ – პოეტი დავით მაღრაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს