პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება

პარლამენტის დარგობრივი და პროფილური მიმართულების კომიტეტებში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

პროექტს განიხილავენ თავდაცვის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის კომიტეტების წევრებიც.

დოკუმენტის განხილვა კომიტეტებში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით დასრულდება. კომიტეტების დასკვნები და შენიშვნები ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაეგზავნება.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი12 298 000 ლარია. მათ შორის შემოსავლები – 10 მილიარდ 120 მილიონი ლარი. მომავალი წლის მთავარი საფინასო დოკუმენტი ეკომომიკის 4.5 % იან ზრდაზეა დაგეგმილი. ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდ 470 მილიონი ლარია, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9 მილიარდ 489 მილიონს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღების თანამშრომელთა მონაწილეობის საკითხს უწყებათაშორისი კომისია განიხილავს
შემდეგი სტატიაNATO-ს გენერალური ასამბლეა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას დაამტკიცებს