პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:27

პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics