პარლამენტს ჯაფარიძეც ტოვებს

​”გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, ჯაფარიძის განმარტებით, ამ დრომდე, ის პარლამენტში მხოლოდ სტატუსს ინარჩუნებდა.

“განცხადების დაწერას ვაპირებ ამ დღეებში, მე ისედაც არ ვარ პარლამენტის წევრი. რეალობა გვაქვს, ვიღაც ტიპები არიან, თავზე გვაზიან და გვეუბნებიან, რომ ვართ თქვენი ხელისუფლებაო არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, წაგებული აქვთ არჩევნები, შარშანაც წააგეს და ახლაც წააგეს. ახლა რომ წააგეს ამას ეუთო-ოდირიც ადასტურებს და აშშ-ს საელჩოს დღევანდელი განცხადებაც. ვიღაც უზურპატორები არიან, ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, შეუძლებელია ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიგალდავა – ჩვენ არ ვართ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრის ქვეშ, ჩვენ ვართ კოალიცია
შემდეგი სტატიამარტვილში პარტია „საქართველოსთვის“ ხმების დათვლის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას ითხოვს