პარლამენტს არ აქვს ვინმეს მიმართ პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმაცია – ანრი ოხანაშვილი

ჩვენ არ გავცემთ თანხმობას, რომ ვინმეს მიმართ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, პარლამენტს არ აქვს ვინმეს მიმართ პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმაცია.

აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. ხათუნა გოგორიშვილის მტკიცებით, დღის წესრიგში წერია, რომ პარლამენტი პროკურატურას აძლევს თანხმობას ნიკანორ მელიას დაპატიმრების თაობაზე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„საუბარი არის იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ უკვე პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აი, ამ საკითხზე ვმსჯელობთ დღეს. იმ შემთხვევაში თუ ეს მართლა ასე მოხდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას , რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ პროკურატურას მხოლოდ უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო ორგანო იმ საპროცესო სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო,“- განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა განუმარტა ხათუნა გოგორიშვილს, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა მეტის ცოდნა მოეთხოვება, რაზეც გოგორიშვილმა ემოციურად უპასუხა:

„წერა არ ვიცით, კითხვა არ ვიცით და დასაჭერები ვართ ყველა, ბატონო კახა, ამას ამბობთ, ხომ?“

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში კარანტინია გამოცხადებული – შენობაში არავის უშვებენ
შემდეგი სტატია“ტროიკა” ხართ, რომელიც მტკიცებულებების გარეშე იჭერს პარლამენტის წევრს… დაგვაბრუნეთ საბჭოთა დროში”