პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.
ცვლილებების თანახმად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია. ის სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად.
მომხსენებლის თქმით, ცვლილება არ შეეხება ატესტატების აღიარებას. ატესტატის აღიარება კვლავ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია იქნება.
კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.
















