პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციაზე “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის ტექსტს მხარი დაუჭირა

“თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის ტექსტს, პარლამენტის 76-მდა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი არავინ იყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მიმართვის ტექსტი დაუყონებლივ გაეგზავნება ადრესატებს.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიმართვა, რომლის ავტორიც ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატებია” ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს გაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები იწყება
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: ეს უკვე აღარ არის წიწილიანი კვერცხის სროლა