პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 76 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ წარადგინა.

პროექტის თანახმად, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება ექნება აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამასთან, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა პირს მიეცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში.

კანონის პროექტით ზუსტდება, რომ პირს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება თუ ის ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სწავლის საფასურის მის მიერ დაფარვისა და სწავლის გაგრძელების თაობაზე, ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რის შემდეგაც თავად დაფარავს სწავლის საფასურს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიააჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა