პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა

პარლამენტმა, 88 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

კანონპროექტით წესრიგდება საერთაშორისო სკოლასთან/საერთაშორისს სამაგისტრო-სადოქტორო სკოლასთან, მის მართვასა და სტრუქტურასთან, სკოლის ბიუჯეტთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი დონბასის რეგიონში რუს სეპარატისტებს სანქციებს უწესებს
შემდეგი სტატიახარკოვში რამდენიმე უბანი ცეცხლის ქვეშაა, მოსახლეობას სთხოვენ, გარეთ არ გავიდნენ