პარლამენტმა „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის რატიფიცირებას მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კონვენცია 2019 წელს იუნესკოს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაზე მიიღეს, რომელიც გლობალური მასშტაბით, უმაღლესი განათლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი ხელშეკრულება გახდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კონვენცია, რომელსაც უკვე 26 ქვეყანა მიუერთდა, დიპლომებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებას ამარტივებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია