პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი
სხვა სტატიები
- პარლამენტმა საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ უმრავლესობის რეზოლუცია მიიღო
- თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მომდევნო კვირაში დაამტკიცოს
- კახა კალაძე: არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.
„დღეს არის 2 ივლისი, ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან კონფრედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიძლიერეს შეეწირა”, -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა.