21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია. არჩეული პირები „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან.

კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვის პოზიციაზე „ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი 83 ხმით დამტკიცდა. ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი – გრიგოლ მურღულიას დამტკიცებას 84 მომხრე, 4 კი წინააღმდეგი ჰყავდა.

ამავე თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც დასამტკიცებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

კერძოდ, თეა გეგენავას კანდიდატურას – 12 მომხრე 5 წინააღმდეგი, ელისო გაბადაძის კანდიდატურას – 12 მომხრე, 8 წინააღმდეგი და თეიმურაზ კეკელიძის კანდიდატურას – 12 მომხრე, 7 წინააღმდეგი ჰყავდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ერთი ვაკანსია კიდევ დარჩა.

„არჩეული პირები 2 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. ერთი ვაკანსია თავისუფალი დარჩა, რომელიც ოპოზიციის წარმოსადგენი ვაკანსია გახლავთ. ჩვენ რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ და კანდიდატურის დასახელების ახალი პროცედურაა – თუ აქამდე ღია კონკურსი, კომისია და ა.შ. იყო საჭირო, 1-ელი ივლისიდან, როდესაც ძალაში შევა რეგლამენტი, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ ერთი კანდიდატი პლენარული სხდომისთვის. როცა მზად იქნებით, რომ კანდიდატი დაასახელოთ, პარლამენტი კენჭს უყრის“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უსმენენ
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს