პარლამენტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, რომელსაც 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იქნება.
ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.