პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილი აირჩია

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად, უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აირჩია.

რატი იონათამიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოში რატი იონათამიშვილმა მიხეილ სარჯველაძე შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო უწყება – საფრანგეთი წუხს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო
შემდეგი სტატიასავარაუდო არასათანადო მოპყრობა აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ – ომბუდსმენის განცხადება