პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის ბიურომ 108 დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებული დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

4-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 50-მდე კენჭსაყრელი და 60-ზე მეტი განსახილველი საკითხია შეტანილი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნენ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა