პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა.

შესაბამისს დადგენილებას კენჭი დღევანდელ სხდომაზე ეყარა. კომისიის წევრები იქნებიან ალეკო ელისაშვილი, კახა კუჭავა, დავით ზილფიმიანი, შალვა პაპუაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

აღნიშნული კომისია ქვეყნის მასშტაბით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობას გააცნობს.

საუბარია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკობახიძე – გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი, ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი