პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

კომისიის შემადგენლობა 83 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დამტკიცდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 10 წევრით განისაზღვრა. კომისიაში შევლენ: – ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში, თორნიკე ჭეიშვილი.

კომისიის მდივნის ფუნქციას თორნიკე ჭეიშვილი შეასრულებს.

საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” საორგანიზაციო კომისიაში წარმოდგენილი არ იქნება.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაქვეყანაში შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა მოხდეს