პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, 83 ხმით, თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა.
თამაზ ბორაშვილი ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის პოსტზე 14 სექტემბერს წარადგინა. მანამდე, უწყების წინა ხელმძღვანელმა – გეკა გელაძემ, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე Facebook-პოსტით განაცხადა. მოგვიანებით, კობახიძემ ის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა.
თამაზ ბორაშვილი აქამდე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის ამ თანამდებობაზე 2025 წლის 4 სექტემბერს, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაინიშნა. იქამდე კი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
კანონის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.








