პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 23, 2017 15:45

პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში რიგგარეშე სხდომა გამართა.

სხვა სტატიები

პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში რიგგარეშე სხდომა გამართა.

პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინვე გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე ჩაერთვნენ სამხედრო მოსამსახურეები ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 23, 2017 15:45

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics