11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 79-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან არის გათავისუფლებული. ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან არ თავისუფლდება.

ინიციატორთა განმარტებით, ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას საჭიროებს“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაში“მითების დეტექტორი”: სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სახელით ყალბი ანგარიშები გაიხსნა
შემდეგი სტატია2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება