პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა, მათ შორის იყვნენ, როგორც მმართველი გუნდის წევრი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“.

კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მას შემდეგ იგეგმება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეკომენდაციები ივნისის დასაწყისში იქნება.

საბოლოო ჯამში, ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით ივნისის ბოლომდე იგეგმება.

რაც შეეხება თავად საარჩევნო რეფორმას, რეფორმა მომზადდა ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსულტაციების საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი: ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს კარგად გათვლა სჭირდება
შემდეგი სტატიაკობახიძე: “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია ვიცით, რომ არის დაფინანსებული, მართული