პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა – შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში.

banner
წინა სტატიაში“ორი ათეული ახალი შემთხვევა ეროვნული გამოცდების, სასწავლო პროცესის ან სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად საფრთხეს არ წარმოადგენს”
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი