პარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს – რეზო გაბრიაძეს. ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიწა დაგვიბრუნონ – ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივები მეუფესთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიათალაკვაძე – ამნისტიის კანონპროექტმა უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა