პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.

კენჭისყრამდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ. უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრებმა თანაგუნდელები ვერც გუშინდელ სხდომაზე ვერ დაარწმუნეს.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული მსხვილი საინვესტიციო პროექტები მთლიანად ჯდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში, ასრულებს ლოკომოტივის როლს, აზღვევს კერძო ინვესტიციებსაც
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია